ტიბეტური ჩაი

საჭირო მასალა: 0,5 ლ რძე, 0,5 ლ წყალი, 100 ცალი მიხაკი, 10 ცალი ილი, 0,5 ჩ.კ. გამშრალი ჯანჯაფილი, 0,5 ჩ.კ. ჯავზი, 2 ჩკ მწვანე ჩაი, 1 ჩ.კ. შავი ჩაი, შაქარი – გემოვნებით.
მომზადება: წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ დაფქული მიხაკი, ილის მარცვლები, ჯანჯაფილი და მწვანე ჩაი. 1 წუთის დუღილის შემდეგ დავასხათ რძე და ჩავაყაროთ შავი ჩაი. როდესაც ჩაი ადუღდება, ჩავამატოთ ჯავზი და როცა კიდევ ადუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჩაი მივირთვათ 5 წუთის შემდეგ, სურვილისამებრ დავამატოთ შაქარიც. ტიბეტელები თვლიან, რომ ეს სასმელი ადამიანს მატებს ენერგიას და გვირჩევენ, დავლიოთ უზმოზე შაქრის გარეშე...


წყარო: Vinoge.com

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...