სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარეს....
მატჩი კრასნოდარელების უპირატესობით დაიწყო, რასაც 28-ე წუთზე ოთარ მარცვალაძისგოლი მოჰყვა. პირისპირ გასულმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა და თავისი გუნდი დააწინაურა.
ოთარი საკმაოდ აქტიურად თამაშობდა და გოლის გატანის რამდენიმე მომენტიც ჰქონდა. 31-ე წუთზე მარცვალაძემ მოედნის ცენტრიდან შეეცადა უპირატესობა ორ ბურთამდე გაეზარდა, თუმცა "ტავრია" ამჯერად ზედა ძელმა იხსნა.
საბოლოოს მატჩი "კრასნოდარის" გამარჯვებით 3:2 დასრულდა. რუსულმა გუნდმა ბელეკში ბოლო სპარინგ-მატჩი გამართა და შეკრება გამარჯვებით დაასრულა.
წყარო: sportall.ambebi.ge
No comments:
Post a Comment