საჭირო მასალა: 1 კგ. შაქარი, 1 ლ ღვინო, რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი,
250 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, 250 მლ. სპირიტი ან 370 მლ. რომი.
მომზადება: მოვადუღოთ ღვინო, რათა აორთქლდეს ალკოჰოლი, ჩავამატოთ შაქარი და ვადუღოთ შაქრის სრულ დადნობამდე და სითხის დაწმენდამდე. გაგრილებულს დავამატოთ ანადუღარი წყალი, ვარდის ზეთის წვეთები და ალკოჰოლი.