დასახელდა უიტნი ჰიუსტონის სიკვდილის რეალური მიზეზი


ბევერლი ჰილზის პოლიცია, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა საქმის ვითარება, მივიდა დასკვნამდე, რომ 48 წლის მომღერალს არც თავი მოუკლავს და არც ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. იგი უბედურ შემთხვევას შეეწირა.
პოლიციამ უარყო ვერსია, თითქოს მომღერალმა დამამშვიდებლების დიდი დოზა ალკოჰოლთან ერთად სპეციალურად მიიღო.
ასევე არ დადასტურდა ვარსკვლავის მკვლელობის ვერსია. მის ოთახში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. „უიტნის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა“ - აცხადებენ სამართალდამცავები.
საქმის გამოძიება დასრულდება მას შემდეგ, რაც პოლიცია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხებს მიიღებს, ეს უკანასკნელი კი მზად მომავალ კვირაში იქნება....





წყარო:presa.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...