\
საჭირო მასალა: 0.5 ჭიქა კომშის ჯემი ან ჟელე, 2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ჭიქა შავი ყურძნის გადადუღებული წვენი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 0.5 ჭიქა ლიმნის წვენი.
მომზადება: ვაშლის, ყურძნის, ლიმნისა და ფორთოხლის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და მიქსერის საშუალებით ამ მასაში გავთქვიფოთ კომშის ჟელე. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი. სუფრასთან მივიტანოთ ცივი სახით, სასურველია ყინულთან ერთად...
წყარო:Vinoge.com