«ჩვენ ჩვენი შედეგი დიდი შრომით და კარგი თამაშით მოვიპოვეთ. ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის უკან ჩამოტოვება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო....
განსაკუთრებით ბოლო აკორდის მეშინოდა, თუმცა საბოლოდ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს პირველ რიგში ბიჭების შრომის შედეგია რისთვისაც მადლობას ვუხდი»- განაცხადა ვასილ მაისურაძემ საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს დასკვნით შეხვედრაში უკრაინის გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტრაუნდი წარმატებით დაასრულა.
ჯგუფში ქართველებმა სულ სამი შეხვედრა გამართეს. პირველ მატჩში ესპანეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს. მეორე შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს ინგლისის გუნდი. დღევანდელი გამარჯვებით კი ქართველები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
Newsaz.com
No comments:
Post a Comment