ყვავილოვანმა კომბოსტომ ფერი იცვალა

ყვავილოვანი კომბოსტო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა რატომღაც მასზე მოთხოვნილება შემცირდა. მარტო დიდი ბრიტანეთში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რაკიღა საკვების დეფიციტის პრობლემა აღარ დგას, ყვავილოვანი კომბოსტოს გაყიდვამ 35%-ით იკლო...
ყვავილოვანი კომბოსტოს მწარმოებლებმა გაყიდვების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტეს ეხმარათ ხრიკი – შედეგად მათ ყვავილოვანი კომბოსტოს ფერად-ფერადი ვარიანტები შექმნეს. ბუნებრივია, გარეგნულად მიმზიდველ,  ნარინჯისფრად, სალათისფრად ან წითლად შეფერადებულ ბოსტნეულს  ადამიანები უფრო დიდი სიამოვნებითა და ხალისით  ყიდულობენ, ვიდრე უსახურს. დიდ ბრიტანეთში ასეთი პროდუქტი 1 გირვანქა სტერლინგით მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პროდუქტს ამით გემო არ ეცვლება, კომბოსტო არ შეიცავს ქიმიას, მეტიც, სასარგებლოც კია. მაგალითად, ნარინჯისფერის მისაღებად გამოყენებულია ბეტა-კაროტინი. საინტერესოა, რომ ბოსტნეულის შეღებვის  მეთოდი დიდ სიახლეს არ წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილი ნარინჯისფერი სტაფილო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გამოიყვანეს ჰოლანდიაში, მანამდე კი მხოლოდ ყვითელი და წითელი ფერის სტაფილო იყო ცნობილი.

წყარო: Vinoge.com

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...