ხელოვანმა მაგდა საიეგმა ქუჩის-არტში ახალი სიტყვა თქვა. მაგდა ქსოვს, თუმცა ტრადიციული სვიტერისა და წინდების ნაცვლად, ხელოვანი ტანსაცმელს ქუჩებს, მანქანებს, ხეებსა და შუქნიშნებს უქსოვს.2005 წლიდან მაგდა კომპანია Knitta Please-სთან თანამშრომლობს. კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი და ხელოვანი ერთად ქსოვენ გიგანტურ სამოსს ქუჩებისთვისდიზაინერი ცდილობს თავის ქმნილებებში მხიარული ფერები გამოიყენოს, რათა გამვლელებს კარგი განწყობა შეუქმნას.სამი შვილის დედა და ხელოვანი წარმოშობით ტეხასიდანაა და ამჟამად ჰიუსტონში ცხოვრობს. მის ქუჩის ტანსაცმელს პარიზში, აშშ-ში, იაპონიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში შეხვდებით…
წყარო: ambebi.ge