სომეხი შემსრულებლები „ევროვიზია 2012“-ს ბოიკოტს უცხადებენ

სომეხ მომღერალთა ჯგუფმა, სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას „ევროვიზიის“ კონკურსის ბოიკოტირების თხოვნით მიმართა. როგორც ცნობილია, კონკურსი ბაქოში 2012 წლის მაისში უნდა გაიმართოს. მომღერლებმა წერილობითი მიმართვა შეადგინეს და განაცხადეს, რომ ამის მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი მორიგი ინციდენტია, რომლის დროსაც სნაიპერის მიერ სომხეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცი იქნა მოკლული...

აზერბაიჯანი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, სომხების სისხლი რომ არ დაღვაროს - ნათქვამია მიმართვაში. „ჩვენ უარს ვაცხადებთ იმ ქვეყანაში გამოსვლაზე, რომელსაც სომეხი ეროვნების ადამიანების, თუნდაც არა სომხეთის მოქალაქეების, მკვლელობები და დევნა, სახელმწიფოებრივ რანგში აქვს აყვანილი“ - აცხადებენ მიმართვის ავტორები.   
მომღერლების თქმით, ისინი მზად არიან წავიდნენ „ევროვიზია 2012“-ზე იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი კონკურსის სხვა ქვეყანაში გამართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, „იქ სადაც ჰარმონიული ატმოსფეროა და კონკურენციის თანაბარი პირობები“.
წერილს ხელს დაახლოებით 20-დე ცნობილი მომღერალი აწერს. მიუხედავად ამისა, ჯერ საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა სომხეთი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურში მონაწილეობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, კონკურსზე სომხეთის სახელით ამერიკული ჯგუფი  System of a Down წარდგეს, რომლის წევრებიც სომხური წარმომავლობის არიან. საქართთველოდან „ევროვიზიაზე“, როგორც ცნობილია, ცნობილი ქართველი მომღერალი, ანრი ჯოხაძე წარდგება.  


წყარო:presa.ge :[ანა ბერიძე]

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...