სასმელი შემოდგომის ხილით

\
საჭირო მასალა: 0.5 ჭიქა კომშის ჯემი ან ჟელე, 2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ჭიქა შავი ყურძნის გადადუღებული წვენი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 0.5 ჭიქა ლიმნის წვენი.
მომზადება: ვაშლის, ყურძნის, ლიმნისა და ფორთოხლის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და მიქსერის საშუალებით ამ მასაში გავთქვიფოთ კომშის ჟელე. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი. სუფრასთან მივიტანოთ ცივი სახით, სასურველია ყინულთან ერთად...

კომშის ჟელე

საჭირო მასალა: 1 კგ. კომში, 2 ლ. წყალი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 400 გ. შაქარი
მომზადება: კომში გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კანიან-თესლებიანად მოვათავსოთ მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში. დავასხათ წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ ნახარში დოლბანდში, დავადუღოთ 1 ლიტრამდე, დავუმატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და ვადუღოთ 5-10 წუთი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ჟელე ჩავასხათ მდუღარე სახით ქილებში პირამდე და მოვხუფოთ, ან დავახუროთ ხრახნიანი სახურავები....

ცხელი სასმელი თაფლითა და ზაფრანით

საჭირო მასალა 2 ულუფისთვის: 2 ჭიქა რძე, 2-3 ს.კ. თაფლი, 1-2 ღერი დაფქული ზაფრანა.
მოზადება: თბილ რძეში ავურიოთ ზაფრანა, თაფლი და დავდგათ ცეცხლზე, თან ვურიოთ. როდესაც დაიწყებს მოდუღებას, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავანაწილოთ ჭიქებში...

გლინტვეინი

საჭირო მასალა: 750მლ წითელი მშრალი ღვინო, 60გ შაქარი, 2 ღერი დარიჩინი, 3 ცალი მიხაკი, 5 ცალი ბაჰარის მარცვალი, 0,5 ლიმონის ცედრა.
მოზადება: ღვინო ჩავასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ, დავუმატოთ შაქარი და სანელებლები, მოვუმატოთ ცეცხლს და მივიყვანოთ მოდუღებამდე (არ წამოდუღდეს). სასმელი ჩავასხათ ბოკლებში და მივირთვათ ცხელ მდგომარეობაში...

ფრანგული ყავა

საჭირო მასალა(2 ჭიქისთვის):
120 მლ გათქვეფილი ნაღები
150 მლ ალუბლის ან ქლიავის ლიქიორი
 50 გ დასპირტული ალუბალი ან ქლიავი
400 მლ ცხელი ხსნადი ყავა
დარიჩინის ფხვნილი – გასაფომებლად
მომზადება:
ჭიქებში ჩავასხათ ლიქიორი, დავუმატოთ დასპირტული ხილი და ყავა. ზემოდან მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით და მოვაფრქვიოთ დარიჩინის ფხვნილი...

ყავა კარამელით

საჭირო მასალა: 2 ჩ.კ. შაქარი, 1 ცალი დარიჩინის ჩხირი, 2 ჩ.კ. დაფქული ყავა
მომზადება: ყავის სახარშშიჩავყაროთ შაქარი და ყავა. დავდგათ საშუალო ცეცხლზე, ვიდრე არ დადნება და კარამელიზაციას არ განიცდის, ჩავამატოთ 200 მლ წყალი და დარიჩინის ჩხირი. მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ, ამოვიღოთ დარიჩინის ჩხირი და გავანაწილოთ ჭიქებში....

პროდუქტების კალორიულობა


წინამდებარე ცხრილი მხოლოდ საორენტაციოა. დღეს, წარმოების მიერ გამოშვებულ თითქმის ყველა პროდუქტს აწერია შემადგენლობა და კვებითი ღირებულება. სასურველია ისარგებლოთ პროდუქტების შეფუთვაზე წარწერით. მაგალითად, მაიონეზის შემადგენლობა. დასახელების მიხედვით, საკმაოდ ფართო დიაპაზონში ვარირებს. ასევეა, ტკბილეული, სასმელები და სხვა. საწარმოები ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ სხვადასხვა კვებითი ღირებულების (შემადგენლობის) პროდუქცია და სასურველია მივეჩვიოთ შესაბამისი წარწერების წაკითხვასა და გამოყენებას....

კივი ასპირინის ნაცვლად

გულ-სისხლძარღვთ სისტემის დაავადებებისადმი მიდრეკილ ადამიანებს ექიმები ურჩევენ ყოველდღე მიიღონ ასპირინი, ვინაიდან იგი აუმჯობესებს სისხლის წებვადობას და ამცირებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას. ნორვეგიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგივე თვისებები გააჩნია კივის. ეს ეგზოტიკური ხილი ,,წვავს“ არტერიების მაბლოკირებელ ცხიმებს და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. თუკი ყოველდღიურად მიიღებთ 2-3 ცალ კივის, ამით დაიცავს თქვენს გულს სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასეთი დიეტის უკვე 28 დღის შემდეგ 18%-ით მცირდება თრომბები წარმოქმნის რისკი და 15%-ით კლებულობს სისხლში მავნე ცხიმოვანი მჟავების დონე,...

ჰოლივუდის დიეტა

გთავაზობთ დიეტას, რომელიც პოპულარულია ჰოლივუდის მსახიობთა შორის. დიეტა გათვლილია 12 დღეზე.
ა) პირველი 3 დღე –  უცხიმო კეფირი.
ბ) მომდევნო 3 დღე – მიირთვით ქათმის ხორცი (უმჯობესია ზეითუნის ზეთში შემწვარი ფილეს 2 ნაჭერი)
გ) მომდევნო 3 დღე – ვაშლი
დ) ბოლო 3 დღე – წითელი ღვინო და ყველი (150 გრამი ღვინოზე 50 გრამი ყველი)
ნებისმიერი 3 დღის მენიუ შეგიძლიათ შეუნაცვლოთ ერთმანეთს, ასევე შეიძლება შეცვალოთ მათი თანამიმდევრობა. თუკი 12 დღის შემდეგ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, შეგიძლიათ დიეტა გაიმეოროთ, მაგრამ არა უმეტეს 2-ჯერ ზედიზედ.
დიეტის პლიუსები: თუკი რომელიმე პროდუქტი არ გიყვართ, შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სხვა შემოთავაზებულით, მაგრამ უკეთესია კეფირით ან ვაშლით. დღეების თანამიმდევრობა შეგიძლიათ ცვალოთ, მაგრამ ღვინო ყოველთვის ბოლო რაციონში უნდა იყოს.
დიეტის მინუსები: ხშირია სისუსტე და გუნებ-განწყობის ცვლა....

მადონა თხოვდება?


ყვითელ პრესაში ახალი ჭორი გავრცელდა: მადონას 24 წლის მეგობარმა ბიჭმა, ბრაჰიმ ზეიბატმა, ხელი სთხოვა. ვარსკვლავი უკვე ორჯერ იყო დაქორწინებული და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ურჩევია მატარებელს ჩაუვარდეს, ვიდრე კიდევ გათხოვდეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 53 წლის მადონას კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება. როგორც ცნობილია, ბრაჰიმს საყვარელი ქალისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.
„რამდენიმე კვირის წინ, ბრაჰიმმა მადონას ცოლად გაყოლა სთხოვა. მომღერალი ჯერ ფიქრობს. არ სურს აჩქარდეს. ერთად ბედნიერები არიან, თუმცა, ახლობლები თვლიან, ქორწინება ნაადრევია. მადონას მარტოობის ეშინია, სურს გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავდეს“ - წერს დასავლური პრესა....

ჰარი დუმიტრაში: “მთავარი მიზანი საქართველოს დამარცხებაა”

რუმინელთა მწვრთნელმა მიზანი დასახა
“ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებაა, საამისოდ კი საჭიროა, რომ ამ დღეების განმავლობაში გავაუმჯობესოთ თამაშის ორგანიზაცია, ავამაღლოთ დაცვისა და თავდასხმის ურთიერთქმედების ხარისხი” - ასეთი განცხადება გააკეთა რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰარი დუმიტრაშმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან საშაბათო ომისათვის 33 მორაგბიანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა....

ნატრიაშვილის პირველი ლელო


საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-19 ტური ქართული ლელოთი აღინიშნა - “ბრივის” ჰუკერმა ირაკლი ნატრიაშვილმა “სტად ფრანსესთან” შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი ლელო დადო, რამაც საბოლოოდ გატეხა მეტოქე 25:9 და ბრიველებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა, რის შედეგადაც გუნდი გასავარდნ ზონას ცოტათი მაინც დააშორა....

აბრამოვიჩს გვარდიოლას წაყვანა უნდა

ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი არ მალავს, რომ ძალიან სურს მომავალი სეზონიდან მისი გუნდი “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს.
აღსანიშნავია, რომ რუსი მილიარდელი უკვე კარგა ხანია ნადირობს ესპანელ სპეციალისტზე და როგორც ჩანს ახლა შანსი უჩნდება, რომ ეს გარიგება განახორციელოს.
ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით დღეიდან გახდა, რადგანაც გუშინ “ჩელსის” მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლებულ იქნა პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში...

ბუქარესტში გადამწყვეტი ბრძოლაა


საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა “ერთა თასი” 10 მარტის მატჩისათვის რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ. 27 მორაგბიანი რაზმი 2012 წლის გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრისათვის მზადებას 5 მარტიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყებს....

რიბერი საფრანგეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

2011 წელს 11 მილიონი მიიღო
საფრანგეთის წამყვანმა სპორტულმა გამოცემა “L'Equipe”-მა გამოაქვეყნა ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი ფრანკ რიბერი გავიდა.
გამოცემის ინფორმაციით, 28 წლის რიბერის წლიური შემოსავალი 2011 წელს 11,4 მილიონ ევროს შეადგენდა. მეორე ადგილზე გავიდა “სან ანტონიო სფერსის” კალათბურთელი ტონი პარკერი, რომელმაც გასულ წელს 11,2 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო მესამე პოზიცია მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს კარიმ ბენზემას ერგო 11 მილიონი ევროთი...

“ქართულ დერბიში” ქუბრიაშვილმა გორგოძე-ჟღენტს მოუგო


ფრანგული “ტოპ 14”-ის მე-19 ტური გუშინ ტულონში “ქართული დერბით” გაიხსნა, რომელშიც დათო ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და ლევან ჩილაჩავას ვარსკვლავურმა “ტულონმა” მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” დაძაბულ ბრძოლაში 19:6 მოუგო...

დასახელდა უიტნი ჰიუსტონის სიკვდილის რეალური მიზეზი


ბევერლი ჰილზის პოლიცია, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა საქმის ვითარება, მივიდა დასკვნამდე, რომ 48 წლის მომღერალს არც თავი მოუკლავს და არც ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. იგი უბედურ შემთხვევას შეეწირა.
პოლიციამ უარყო ვერსია, თითქოს მომღერალმა დამამშვიდებლების დიდი დოზა ალკოჰოლთან ერთად სპეციალურად მიიღო.
ასევე არ დადასტურდა ვარსკვლავის მკვლელობის ვერსია. მის ოთახში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. „უიტნის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა“ - აცხადებენ სამართალდამცავები.
საქმის გამოძიება დასრულდება მას შემდეგ, რაც პოლიცია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხებს მიიღებს, ეს უკანასკნელი კი მზად მომავალ კვირაში იქნება....

ჩოგბურთელი, რომელმაც მაყურებელი დიდი მკერდით მოხიბლა

შესაძლებელია თუ არა, რომ დიდმკერდიანმა ქალმა ჩოგბურთი ეფექტურად ითამაშოს? ამ კითხვაზე პასუხი ცოტა რთულია. სამაგიეროდ, ადვილია იმ რეაქციების შემჩნევა, რომელიც Jordan Carver -ის საჩოგბურთო კორტებზე გამოსვლას მოჰყვა. მშვენიერმა ქალბატონმა, დიდი და ლამაზი მკერდით უფრო მიიქცია მაყურებლის ყურადღება, ვიდრე თავისი სპორტული ოსტატობით. წარმოგიდგენთ იორდანის ფოტოებს საჩოგბურთო მოედნიდან....

იცით თუ არა, რომ...

სოია, როგორც საკვები, ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნიდან არის ცნობილი. ის მდიდარია მცენარეული ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისებით.
სოიისგან ამზადებენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს ნაადრევად დაბერებისა და გადაგვარების ხელისშემწყობი მავნე "თავისუფალი რადიკალებისგან"....

ზაზას ორმაგი დუბლი

ფაჩულია “უორიორზთან” შეტაკებაში
“ოლ სთარული” უქმეების შემდეგ ნბა-ს განახლებული რეგულარული ჩემპიონატის პირველივე მატჩში ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი გააკეთა “ატლანტა ჰოუქსის” საშინაო მარცხიან შეტაკებაში “გოლდენ სთეით უორიორზთან” 82:85.            
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მცირე ტრავმით გამოვიდა მოედანზე, 37.43 წუთი გაატარა და 13 ქულა, 16 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეაგროვა. 28 წლის კალათბურთელმა 14-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო....

ქეცბაიას გუნდმა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო - თემურ ქეცბაიას გუნდმა სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს მშობლიურ “მიხეილ მესხზე” 2:1 სძლია.
ქართველებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს და მეორე ნახევარში შესძლეს მატჩის ბედის შემობრუნება. აღსანიშნავია, რომ მოლდოველმა მთავარმა მსაჯმა ორი თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება მოგვცა და ვერცერთი მათგანი ვერ გამოვიყენეთ...

Lotus Evora–ს განსაკუთრებულ მოდელს ქმნის

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Lotus ჟენევის ავტოშოუზე Evora–ს ახალ მოდელს გამოიყვანს, რომლის შექმნის დროსაც ინჟინრებმა ფორმულა–1–ის მოთხოვნები გაითვალისწინეს.
დღეისათვის კი ახალი GTE F1–ის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი მეტად ორიგინალურ ფერებშია გადაწყვეტილი. მისი დისკები მწვანე ფერისაა. Evora GTE V–ტიპის, 3,5 ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 444 ცხენის ძალას შეადგენს. ეს მონაცემები კი ავტომობილს Lotus–ის მოდელებს შორის ყველაზე მძლავრ ავტომობილად აქცევს....

ტომ კრუზს, რობი უილიამსს და ალა პუგაჩოვას, უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ

უკანასკნელი დროის მანძილზე, შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები უფრო და უფრო ხშირად ამჟღავნებენ საკუთარ რწმენას უცხოპლანეტელებისადმი. რამდენიმე მათგანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალებით იხილეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი და მათთან კონტაქტიც კი დაამყარეს. მაგალითად არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ფრენ დრეშერმა განაცხადა, რომ ბავშვობაში უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, რომლებმაც მის სხეულში ჩიპი ჩაამონტაჟეს...

სად ცხოვრობენ ყველაზე სასურველი მამაკაცები?

ინტერნეტპორტალ Travelers Digest-მა იმ ქალაქების ათეული შეადგინა, სადაც ყველაზე მიმზიდველი და სასურველი მამაკაცები ცხოვრობენ.
რეიტინგში პირველი ადგილი შვედეთის დედაქალაქმა, სტოკჰოლმმა, დაიკავა. როგორც სიის ავტორები ირწმუნებიან, ზოგადად, შვედები ცივები და მარტოობის მოყვარულნი ჰგონიათ. სინამდვილეში, მათ არაჩვეულებრივად  შეუძლიათ ქალბატონებზე ზრუნვა....

ლედი გაგას „ადამიანი შავებში“–ს მესამე ნაწილში გადაიღებენ

„ადამიანი შავებში“–ს გმირმა, უილ სმიტმა, ჟურნალისტებს საიდუმლო გაუმხილა. მსახიობის სიტყვებით, ფილმის მესამე ნაწილში თავად ლედი გაგა ითამაშებს.
„რამდენიმე მსახიობი უკვე მოვიწვიეთ, მაგრამ სახელებს არ გეტყვით. თუმცა, ლედი გაგას ეკრანზე გამოჩენა ნამდვილი სიურპრიზი იქნება.“ – ყვება უილ სმიტი ერთ–ერთ ვებპორტალთან ინტერვიუში.
ფილმში სმიტის პარტნიორი კვლავ ტომი ლი ჯონსი იქნება. ასევე ითამაშებენ ემა ტომპსონი და ჯოშ ბროლინი. მიწვეულ ვარსკვლავებს შორის არიან ბოქსიორი მაიკლ ტაისონი, მომღერალი ბეტი ვაითი, ნიკოლ შერზინგერი და სხვები.
თუმცა, არ არის გამორიცხული უილ სმიტმა ლედი გაგას ფილმში გადაღებაზე იხუმრა...

გერგეტის სამება - ქართული ხუროთმოძღვრების სიამაყე

გერგეტის სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზეა აღმართული...

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...