ქეცბაიას გუნდმა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო - თემურ ქეცბაიას გუნდმა სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს მშობლიურ “მიხეილ მესხზე” 2:1 სძლია.
ქართველებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს და მეორე ნახევარში შესძლეს მატჩის ბედის შემობრუნება. აღსანიშნავია, რომ მოლდოველმა მთავარმა მსაჯმა ორი თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება მოგვცა და ვერცერთი მათგანი ვერ გამოვიყენეთ...

თბილისი  "მიხეილ მესხი"  (17000 მაყურებელი)
 საქართველო-ალბანეთი 2:1 (0:1)
საქართველო: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა (კვირკველია 46), დაუშვილი (გელაშვილი 46), კანკავა (ძარია 90+2), ანანიძე (ყენია 74), თარგამაძე (გრიგალაშვილი 89), კობახიძე, დვალიშვილი (მარცვალაძე 60).
ალბანეთი: უიკამი (შეჰი 88), ლილა, დალკუ, ველიუ (ოსმანი 88), აგოლი, ბულკუ (ბაკაი 70), ჰიკა (ზექირი 57), მუზაკა (სადიკუ 80), როში, ჩანი (იანუზი 82).
გოლები: 0:1 ჩანი (3), 1:1 კობახიძე (48), 2:1 ამისულაშვილი (87).
 გაფრთხილება: ბულკუ (53), უიკამი (67), აგოლი (74), უიკამი (87) -კანკავა (88), კვირკველია (90).
მთავარი მსაჯი: გენადი სიდენკო (მოლდოვა)

წყარო:presa.ge  ,ალექსანდრე ანდრიაძე

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...