თელადგორი 2012

 ამ ზაფხულს კარგად დავისვენე ,ორ ძმასთან ,ბებიასთან ,დედასთან და თუთიყუშ ჟაკოსთან ერთად ...თელადგორში ( კასპის რაიონი ) 1 თვე გავატარე.ნამდვილად არ მომიწყენია ,ბევრი მეგობარი მყავს იქ ,რომლებიც ჩემსავით ზაფხულობით ჩამოდიან .ვთამაშობთ ფეხბურთს ,ფრენბურთს ,კარტს ,ბადმინტონს ,ვკითხულობ წიგნებს ,განსაკუთრებით მიყვარს დეტექტივები...
  ზოგჯერ დავდივართ ლაშქრობებში,მდინარეზე ,ტყეში ,ვანთებთ კოცონს ,ვწვავთ მწვადებს და კარტოფილებს ,მოკლედ დროს მშვენივრად ვატარებთ ^_^ .სექტემბერში კი ზღვაზე ვაპირებ წასვლას ,ქობულეთში ,სადაც აგრეთვე ყოველ წელს დავდივარ ,სკოლის დაწყებამდე ,მერე კი ვბრუნდები ისევ ციხეში ( სკოლაში )და იწყება ტანჯვა  :((....
 

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...