კომშის ჟელე

საჭირო მასალა: 1 კგ. კომში, 2 ლ. წყალი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 400 გ. შაქარი
მომზადება: კომში გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კანიან-თესლებიანად მოვათავსოთ მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში. დავასხათ წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ ნახარში დოლბანდში, დავადუღოთ 1 ლიტრამდე, დავუმატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და ვადუღოთ 5-10 წუთი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ჟელე ჩავასხათ მდუღარე სახით ქილებში პირამდე და მოვხუფოთ, ან დავახუროთ ხრახნიანი სახურავები....წყარო:Vinoge.com
 

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...