მადონა თხოვდება?


ყვითელ პრესაში ახალი ჭორი გავრცელდა: მადონას 24 წლის მეგობარმა ბიჭმა, ბრაჰიმ ზეიბატმა, ხელი სთხოვა. ვარსკვლავი უკვე ორჯერ იყო დაქორწინებული და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ურჩევია მატარებელს ჩაუვარდეს, ვიდრე კიდევ გათხოვდეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 53 წლის მადონას კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება. როგორც ცნობილია, ბრაჰიმს საყვარელი ქალისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.
„რამდენიმე კვირის წინ, ბრაჰიმმა მადონას ცოლად გაყოლა სთხოვა. მომღერალი ჯერ ფიქრობს. არ სურს აჩქარდეს. ერთად ბედნიერები არიან, თუმცა, ახლობლები თვლიან, ქორწინება ნაადრევია. მადონას მარტოობის ეშინია, სურს გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავდეს“ - წერს დასავლური პრესა....
წყარო:presa.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...