ბუქარესტში გადამწყვეტი ბრძოლაა


საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა “ერთა თასი” 10 მარტის მატჩისათვის რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ. 27 მორაგბიანი რაზმი 2012 წლის გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრისათვის მზადებას 5 მარტიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყებს....

პორტუგალიასთან (32:7) ბოლო თამაშის შემდეგ გუნდში კვლავ რამდენიმე ცვლილებაა, რაზეც მწვრთნელების გადაწყვეტილების გარდა ზეგავლენას ფრანგული “ტოპ 14”-ის კლუბების ინტერესებიც ახდენს, სადაც “ბორჯღალოსანთა” მთავარი ძალა თამაშობს.
9-10 მარტს საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში მნიშვნელოვანი ტურია, იქ ჩემპიონატი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ცხადი, რომ გუნდები ცდილობენ თავიანთი საუკეთესო მორაგბეები შეინარჩუნონ.
შერკინების პირველ ხაზში დაგვემატა ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი, 29 წლის დავით ხინჩაგიშვილი, რომელსაც ესპანეთთან და პორტუგალიასთან არ უთამაშია. სამაგიეროდ გამოგვაკლდა მარჯვენა ბურჯი დათო ქუბრიაშვილი, რომელმაც პორტუგალიასთან შესანიშნავად ითამაშა და ახლა თავის “ტულონს” დაუბრუნდა. მეორე ხაზში დაბრუნდა ჯანიანი გიორგი ნემსაძე. 9 ნომერზე კვლავ რაზმშია ვეტერანი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ასევე დიდ ძალას შემატებს უკანა ხაზს შუამარბი თედო ზიბზიბაძე.
პორტუგალია-საქართველოს შეტაკება 10 მარტს ბუქურესტის “არკულ დე ტრიუმფზე” თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება  და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია და ის 10-20 რუმინული ლეი ღირს, რაც დაახლოებით 3-6 დოლარს შეადგენს.
 საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: 1-3. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე” საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი” საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი” საფრანგეთი). 2. შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”), რევაზ ბელქანია (“ლე სეინი” საფრანგეთი).
4-5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი” საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი” საფრანგეთი),  გიორგი ნემსაძე (“ვალანს დ’აჟენი”, საფრანგეთი). 6-7.
შალვა სუთიაშვილი (“მასი” საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონ ოვერნი” საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (“არმია” საფრანგეთი). 8.დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დ’აჟენი” საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე” საფრანგეთი).
უკანა ხაზი: 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი” საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი” საფრანგეთი), 12-13. დავით კაჭარავა (“ნიცა” საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (“გლოსთერი” ინგლისი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი). 11-14. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი” საფრანგეთი), გიორგი შკინინი (“არმია”), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია”), 15. ბექა წიკლაური (“არკად გდინია” პოლონეთი).
მთავარი მწვრთნელი: მილთონ ჰეიგი (ახალი ზელანდია).
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია ზედგინიძე, ილია მაისურაძე.
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
1.რუმინეთი              2          2          0          0          40-7     9
            2.ესპანეთი                2          2          0          0          66-24   9
            3.საქართველო         2          1          0          1          50-32   6
            4.რუსეთი                  2          1          0          1          33-57   4
            5.პორტუგალია        3          0          0          3          46-80   2
            6.უკრაინა                  1          0          0          1          6-41     0
  10 მარტი
            რუმინეთი - საქართველო
            პორტუგალია - ესპანეთი
            რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
            საქართველო - რუსეთი
            ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
            უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
            რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
            უკრაინა - საქართველო

წყარო:presa.ge  ,ალექსანდრე ანდრიაძე

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...