ნატრიაშვილის პირველი ლელო


საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-19 ტური ქართული ლელოთი აღინიშნა - “ბრივის” ჰუკერმა ირაკლი ნატრიაშვილმა “სტად ფრანსესთან” შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი ლელო დადო, რამაც საბოლოოდ გატეხა მეტოქე 25:9 და ბრიველებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა, რის შედეგადაც გუნდი გასავარდნ ზონას ცოტათი მაინც დააშორა....

“ბორჯღალოსანთაგან” იმ დღეს “ბრივის” სასტარტოში მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი გამოვიდა, ხოლო დავით ხინჩაგიშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი მეორე ნახევარში შევიდნენ შეცვლაზე.
ტური კი  პარასკევს ტულონში “ქართული დერბით” გაიხსნა, რომელშიც დათო ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და ლევან ჩილაჩავას ვარსკვლავურმა “ტულონმა” მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” დაძაბულ ბრძოლაში 19:6 მოუგო.
ორივე გუნდი საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად (“ტოპ 14”-ში რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას 6 საუკეთესო გუნდი აგრძელებს ფლეი-ოფში) იბრძვის, ამიტომაც ურთიერთდაპირისპირებაში აღებულ ქულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამ ყოველივეს ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის უკან მამუკა გორგოძემ სასამართლო პროცესი მოუგო “ტულონის” მფლობელს მურად ბუჯელალს, რომელიც წინასწარი კონტრაქტის დარღვევისათვის მისგან კომპენსაციას ითხოვდა.
აშკარად იგრძნობოდა, რომ “ფელიქს მაიოლის” გულშემატკივრები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი “მონპელიეს” წინააღმდეგ და თავიანთ მორაგბეებს საომრად განაწყობდნენ.
მატჩის ბედი ბოლო 10 წუთში გადაწყდა, როდესაც ყვითელი ბარათის გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა “მონპელიემ” საჯარიმო ლელო მიიღო შერკინების ზედიზედ განგებ ჩაშლის გამო. 19-დან 14 ქულა “ტულონს” ფეხმარჯვე დარტყმებით ჯონი უილკინსონმა მოუტანა.
ამ უქმეების მთავარი შეტაკება კლერმონში “მარსელ მიშლენზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები - დათო ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ ოვერნი” და ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის “ტულუზა” შეეტაკნენ 35:5.
ორივეს მხრივ უმძიმესი დანაკლისები იყო, რადგანაც მათი საუკეთესო მორაგბეები საფრანგეთის ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი - კვირას “ექვსი ერის” გათამაშებაზე ირლანდიასთან საბრძოლველად (17:17). ეს სიტუაცია უკეთ გამოიყენეს კლერმონელებმა, რომლებმაც გადაუარეს თავიანთ მთავარ კონკურენტს საჩემპიონო ბრძოლაში.
სასაიმოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ჰუკერი ჯაბა ბრეგვაძე უკვე რეგულარულად თამაშობს “ტულუზას” შემადგენლობაში - ამჯერადაც ჯაბა მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ფაქტობრივად უშეცდომოდ ითამაშა.
  კიდევ ერთ “ქართულ დერბიში” ტურის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა - ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” მშობლიურ “პიერ ანტუანზე” ვერ გატეხა “ტოპ 14”-ის მთავარი აუთსაიდერის, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონის” წინააღმდეგობა 6:6. ქართველთაგან მეორე ტაიმში მარჯვენა ბურჯი გურამ კავთიძე გამოჩნდა მოედანზე.
ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” მნიშვნელოვანი 4 ქულა აიღო შინ კატალუნიურ “პერპინიანთან” 22:17. “ბორჯღალოსანთა” მარჯვენა ბურჯი მეორე ნახევარში შეუშვეს შეცვლაზე.
საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-19 ტური
“ტულონი” – “მონპელიე” 19:6 (3:3)
(“ტულონი”: დავით ქუბრიაშვილი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ - “მონპელიე”: მამუკა გორგოძე სასტარტოში გამოვიდა და შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჟღენტი სასტარტოში გამოვიდა და 58-ე წუთზე შეცვალეს, მიხეილ ნარიაშვილი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, გოდერძი შველიძე განაცხადში არ იყო).    
“აჟენი” – “პერპინიანი” 22:17
 (“აჟენი”: ბექა შეყლაშვილი 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე)
 “ბრივი” – “სტად ფრანსე” 25:9
 (“ბრივი”: ვასილ კაკოვინი სასტარტოში გამოვიდა და 75-ე წუთზე შეცვალეს, ირაკლი ნატრიაშვილი 51-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 77-ე წუთზე ლელო დადო, დავით ხინჩაგიშვილი 51-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე)
 “კლერმონ ოვერნი” – “ტულუზა” 35:5
(“კლერმონ ოვერნი”: დათო ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ვიქტორ კოლელიშვილი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული - “ტულუზა”: ჯაბა ბრეგვაძე 49-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, აქვსენტი გიორგაძე ტრავმირებულია)
 “კასტრი” – “ლიონი” 6:6
 (“კასტრი”: ანტონ ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო - “ლიონი”: გურამ კავთიძე 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ტარიელ რატიანიძე განაცხადში არ იყო)
 “ბიარიცი” – “ბორდო-ბეგლე” 38:13
 “რასინგ მეტრო 92” – “ბაიონა” 22:21
1.ტულუზა                19        15        1          3          474-301           69
2.კლერმონი              19        14        2          3          449-244           65
3.ტულონი                19        11        3          5          426-263           56
4.კასტრი                    19        10        3          6          385-350           50
5.მონპელიე              19        10        1          8          416-364           48
6.რასინგ-მეტრო      19        9          1          9          406-398           45
7.აჟანი                        19        10        1          8          342-352           44
8.სტად ფრანსე         19        8          2          9          395-429           42
9.ბორდო-ბეგლე      19        8          0          11        340-459           37
10.ბრივი                    19        6          1          12        308-284           37
11.პერპინიანი          19        6          1          12        304-414           32
12.ბიარიცი                19        5          2          12        276-413           30
13.ბაიონა                   19        5          3          11        321-444           30
14.ლიონი                  19        4          3          12        251-378           26

წყარო:presa.ge  ალექსანდრე ანდრიაძე

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...