ტომ კრუზს, რობი უილიამსს და ალა პუგაჩოვას, უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ

უკანასკნელი დროის მანძილზე, შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები უფრო და უფრო ხშირად ამჟღავნებენ საკუთარ რწმენას უცხოპლანეტელებისადმი. რამდენიმე მათგანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალებით იხილეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი და მათთან კონტაქტიც კი დაამყარეს. მაგალითად არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ფრენ დრეშერმა განაცხადა, რომ ბავშვობაში უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, რომლებმაც მის სხეულში ჩიპი ჩაამონტაჟეს...

უფრო მეტიც, 54 წლის ფრენმა დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევა მის მეუღლეს, პროდიუსერსა და მწერალს, პიპერ მარკ ჯეკობსონსაც შეემთხვა. აღსანიშნავია, რომ მსახიობის თქმით ეს ყველაფერი ერთსა და იმავე სიტუაციაში მოხდა, მაშინ, როცა ისინი ბავშვები იყვნენ.
„ჩვენ იმ დროისათვის პატარები ვიყავით და დაწყებით სკოლაში ვსწავლობდით და მას შემდეგ რაც ჩვენი შეხვედრა მოხდა, მივხვდით, რომ ჩვენ რაღაც გვაერთიანებდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაპროგრამებული ვიყავით ისე, რომ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით. ორივე ჩვენგანს, ერთნაირი იარები აქვს ერთსა და იმავე ადგილზე. მართალია პიერი არ არის დარწმუნებული რომ ეს იარა უცხოპლანეტელებმა დაუტოვეს, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი ახსოვს ამასთან დაკავშირებით. მე კი ვთვლი, რომ ეს არის ადგილი, სადაც უცხოპლანეტელებმა ჩიპი მოათავსეს“, – აღნიშნავს დრეშერი.
მხოლოდ დრეშერი არ არის ისეთი, ვინც თვლის რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი აქვს. დასავლურ შოუბიზნესში, უცხოპლანეტებთან დაკავშირებული თემატიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ტომ კრუზსაც სჯერა უცხოპლანეტელების და მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას.
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, რობი უილიამსი ირწმუნება, რომ ღამ–ღამობით განუწყვეტლივ ესიზმრება „მწვანე კაცუნა“, რომელიც თავისი ხომალდით მოფრინავს დედამიწაზე. ვარსკვლავის აზრით, ეს სიზმრები შემთხვევითობა არ არის და წინასწარმეტყველების ერთ–ერთი სახეა. „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: უახლოეს შვიდ წელიწადში უცხოპლანეტელები ჩვენი პლანეტის მოსანახულებლად მოფრინდებიან“.
არც რუსი ვარსკვლავები არიან გამონაკლისნი. მაგალითად, ლაიმა ვაიკულეს ბავშვობიდან სჯერა ბედის და დარწმუნებულია, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არსებობს. ვაიკულეს მაგალითის მოტანა საკუთარი გამოცდილებიდანაც კი შეუძლია. 
იმ დროისათვის ვაიკულე იურმალაში თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად მუშაობდა. ერთხელ მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელიც მომღერლებისა და მოცეკვავეებისგან შედგებოდა, ცაში მფრინავი, განათებული ობიექტი შენიშნა. იგი გადადგილდებოდა ძალიან სწრაფად და დროდადრო ქრებოდა და კვლავ ჩნდებოდა.
ნანახმა ყველა გააოგნა. ერთ–ერთმა გიტარისტმა ფოტოკამერის მომარჯვება მოახერხა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტს სურათი გადაუღო. შემდეგ იგი ეცადა ადგილობრივ პრესაში გამოექვეყნებინა ეს სურათები, მაგრამ რედაქტორებმა ეს ისტორია არ დაიჯერეს და აღნიშნეს, რომ ყოველივე ფოტომონტაჟი იყო.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უცხოპლანეტელების არსებობა - არარსებობის თეორიას თავად ალა პუგაჩოვაც კი იზიარებს. იგი ღიად განაცხადებს, რომ მან არაამქვეყნიურ ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარება მოახერხა.
ერთხელ, ერთ–ერთ კონცერტზე იჟევსკში, ალამ თავი მაღლა ასწია და დაინახა, რომ ცაში მფრინავი თეფში დაფრინავს. მან ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ თითქოს არაფერი დაუნახავს, მაგრამ პრიმადონას მოეჩვენა, რომ უცხოპლანეტელები მას უთვალთვალებდნენ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი რწმენა ღიად გამოხატოს, მაგრამ შოუბიზნესის წარმომადგენლებში უცხოპლანეტელებთან დაკავშრებული თემატიკა ერთგვარი რეკლამის კარგი საშუალებაა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათ მიერ მოყოლილი მფრინავი თეფშების ისტორიები ბანალურ და არარელურ, ერთგვარ ამბებად იქცევა.

წყარო:presa.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...