5 წლის ბავშვს სქესს შეუცვლიან

მთელი წლის განმავლობაში, პატარა ბრიტანელი ზაკ ეივერი კაბებს ატარებს და ძალიან გაბრაზდება ბიჭს თუ უწოდებთ.
მშობლები, ექიმები და ფსიქოლოგები ბიჭის გადაწყვეტილებას, გახდეს გოგონა, ყველანაირად მხარს უჭერენ. სკოლაში გენდერულად ნეიტრალური მომხმარებლისათვის ცალკე საპირფარეშოც კი გააკეთეს.
დედის თქმით, ადრე მისი შვილი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელიც მანქანებით ძმასთან ერთად თამაშობდა. შემდეგ პრინცესებზე მულტფილმებმა გაიტაცეს... 3 წლის ასაკში კი განაცხადა: „დედა მე გოგო ვარ!“
თავდაპირველად, მშობლებმა ბიჭის ნათქვამი სერიოზულად არ მიიღეს. როდესაც საკუთარ ვაჟს გოგოსავით გამოწყობილს ხედავდნენ, ფიქრობდნენ, თამაშობსო. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვს გოგოს ტვინი და ბიჭის სხეული აქვს...


წყარო:presa.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...