კვერცხის ლიქიორი

საჭირო მასალა:1 1/4 ჭიქა შაქარი (სასურველია ყავისფერი)
1/2 ჩ.კ. ფორთოხლის ზეთი ან ესენცია
1 ჭიქა არაყი
5 ცალი ახალი კვერცხი
1 ცალი კვერცხის გული
2/3 ჭიქა შესქელებული რძე
ვანილი და ჯავზი - გემოვნებით
მომზადება: აღნიშნული პროდუქტები მოვათავსოთ ბლენდერში და მაღალ სიჩქარეზე 45 წამი ვთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი ქაფიანი მასა. სითხე მოვათავსოთ მინის ბოთლებში, დავახუროთ ჰერმეტული საფარებლები და დავდგათ მაცივარში. ლიქიორი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იქნება მზად და შეგვიძლია მოვიხმაროთ 2 თვის განმავლობაში. თუ კვერცხი სოფლისაა, მაშინ სასმელს ექნება უფრო მუქი ყვითელი ფერი....


წყარო: Vinoge.com

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...