მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სექსუალური მოდელები

ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამომცემლობამ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სია გამოაქვეყნა:...

პირველი ადგილი დაიკავა მოდელმა, რომელიც რამდენიმეჯერ უკვე იყო სიის ლიდერი. ეს ჟიზელ ბუნდჰემი გახლავთ. რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო, სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიების მთავარი როლის მორგება არის. ამასთანავე, მოდელმა ზაფხულის ფეხსაცმლის საკუთარი ხაზიც დააარსა სახელწოდებით, Ipanema. მოდელი ბრაზილიაში საკმაოდ დიდი მიწის მფლობელია და მისი კაპიტალი, 151 მილიონ 468 ათას ამერიკულ დოლარს მოიცავს.
მეორე ადგილი ტაირ ბენკს ერგო შემოსავლით, 89 მილიონ 934 ათასი ამერიკული დოლარი.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა ლამაზმანი, შემოსავლით 80 მილიონ 457 ათასი ამერიკული დოლარი. ეს კრისტი ბლინკი გახლავთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბლინკი მოდელობასთან ერთად დიზაინერობას, მსახიობობას, ფოტოგრაფობას, მწერლობას ითავსებს. იგი მრავალი უძრავი ქონების პატრონია.
კეიტ მოსი კრისტის მცირედით ჩამორჩა და თავისი 78 მილიონ 890 ათასიანი შემსავლით მეოთხე ადგილს დასჯერდა. ეს უკანასკნელი იღებდა მონაწილეობას ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: Burberry, Rimmel, H&M და ამასთანავე დააარსა საკუთარი ხაზი, Topshop.
ხუთეულის ბოლოადგილოსანი ჰაიდი კლუმია.ვათეულში კი მოხვდენენ ისეთი მოდელები, როგორებიც არიან, ელ მაკფერსონი, კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი, მილა იოვოვიჩი და ადრიანა ლიმა.
World Supermodel Gisele Bundchen
Gisele Bundchen
მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მოდელები...
ინტერნეტ გვერდმა, models.com-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მოდელების სია გამოაქვეყნა. უკანასკნელად ეს რეიტინგი ოთხი წლის წინ განახლდა.
იმისათვის, რომ ეს რეიტინგი შეედგინათ, განიხილეს ესა თუ ის მოდელი, რამდენად მოთხოვნადია ეროტიკული სარეკლამო კამპანიებისთვის და ამასთანავე, რამდენად ხშირად არიან გამოსახულნი ისეთი ჟურნალების მთავარ ყდაზე როგორებიცაა: Sports Illustrated, Esquire, GQ, Love და V. 
რეიტინგის ლიდერი 30 წლის შეუდარებელი ადრიანა ლიმა გახლავთ, რომელიც წარმოშობით ბრაზილიიდანაა. მეორე ადგილიც ბრაზილიელ მოდელს ერგო. 31 წლის ჟიზელ ბუნდჰემს, რომელიც წინამორბედ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა. მესამე ადგილი 24 წლის ბრიტანელ როზი ჰატინგტონ-უაიტის ერგო. როზი FHM-ის ტოპ-100-ის  ყველაზე სექსუალურ მოდელად დასახელდა. ამასთანავე, იგი Maxim-ის „ცხელი ასეულის“ ლიდერიც გახდა.
ოცი მოდელიდან ექვსი ბრაზილიიდანაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთი სექსუალური მოდელი მოიძებნა. ნიდერლანდებსა და რუსეთის ფედერაციაში ორ-ორი მოდელი აღმოჩნდა. ოცეულში შევიდნენ მოდელები ნამიბიიდან, ლიტვიდან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ოცეულის თითქმის ყველა მოდელი მუშაობს, ან ოდესმე მუშაობდა Victoria's Secret-ში.

 როზი ჰანტინგტონ უაიტლი
წყარო:ინფორმაცია:Presa.ge   სურათები:Google.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...