ვაშლის შერბეთი

საჭირო მასალა: 500 გ ვაშლი, 50 გ შაქარი, 30 მლ ფორთოხლის ლიქიორი, 2 ცალი ლიმონი, 1 ცალი კვერცხის ცილა.
მომზადება: ვაშლი გავთალოთ, ამოვაჭრათ გული და დავჭრათ, შევურიოთ ლიმონის წვენი, შაქარი და მოვშუშოთ ნელ ცეცლხზე 5 წუთის განმავლობაში. მოშუშული ვაშლი თავის წვენიანად გადავიტანოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, შევურიოთ ფორთოხლის ლიქიორი და ჩავასხათ კონტეინერში. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა და შევურიოთ ამ მასას, შემდეგ კი შევდგათ საყინულეში. როდესაც მასა ნახევრად გაიყინება, გამოვიღოთ საყინულედან და ავთქვიფოთ. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე. მზა შერბეთი გადავიტანოთ ჭიქებში და მოვრთოთ ლიმონის ნაჭრებით..


წყარო: Vinoge.com

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...