დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით-გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში, თბილისიდან 60 - 70 კმ-ზე სამხრეთ - აღმოსავლეთით იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კმ-ის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული დონით....
VI ს-ის პირველ ნახევარში აქ დასახლებულა "ცამეტ ასურელ მამათაგან" ერთ-ერთი - დავითი და შეუქმნია პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს დავითის ლავრა ეწოდება.
ამავე საუკუნეში დავითის მოწაფეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი. შემდეგ საუკუნეებში აქ ჩნდება ახალი მონასტრები: უდაბნო, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, წამებული, თეთრსენაკები, აღდგომისა წამებული, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჟა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. გვიან ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსები ურთიერთშორის დაკავშივებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.
დავითგარეჯამ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XI - XIII საუკუნეებში: დაარცდა ახალი მონასტრები, კეთილმოეწყო დავითის ლავრა, გარეჯი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი. დავით აღმაშენებელმა დავითგარეჯა სამეფო საკუთრებად აქცია და ხელს უწყობდა მის დაწინაურეყბას.
სხვადასხვა დროს დავითგარეჯაში მოღვეწეობდნენ: ილარიონ ქართველი, ონოფრე გარეგელი, დაემდა I, სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა ცნობილი პირივნებები. აქ დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. დიდი როლი მიუძღვით მონასტრის აღმშენებლობაში მეფეებს: გიორგი ბრწყინვალეს, თეიმურაზ I, არჩილს.
დავითგარეჯის მონასტერს მრავალი თავდასხმა და აოხრება განუცდია: XI ს-ში -სელჯუკების, XIII - XIV ს.ს.- ში -მონღოლების, XVII ს. -ში სპარსელების. თავდასხმები გრძელდება შემდეგაც და XIX საუკუნის ბოლოს მონასტერს მხოლოდ რამოდენიმე ბერიღა შემორჩა.
უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის განვითარებასთან, მაგრამ ამავე დროს ავლენს გარკვეულ თავისებურებას, რაც გამოიხატება რელიგიური სიუჟეტის ახლებურ, თავისუფალ შერჩევასა და გააზრებაში, ექსპრესიულობისა და ორიგინალურ კოლორიტში.
დავითგარეჯამ შემოგვინახა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ლაშა გიოგის, დემეტრე თავდადებულის და სხვა ისტორიულ პირთა პორტრეტები. აღსანიშავია, რომ მეფეთა პორტრეტები აქ ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობას ბოზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან.  






წყარო:Monument.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...