ყავის პარფე ყავის კრემით

საჭირო მასალა: 50 მლ ყავა “Espresso”, 80 გ შაქარი, 2 ცალი კვერცხის გული, 1 ს.კ. ყავის ლიქიორი, 200 მლ ნაღები, 1 ცალი მიხაკი, 3 ცალი ილი, 0,5 ღერი დარიჩინი, 0,5 ს.კ. ვანილის შაქარი, 1 ჩ.კ. მდუღარე წყალი, 1 ს.კ. ხსნადი ყავა.
მომზადება: 50 მლ ესპრესსო და 50 გ შაქარი ჩავყაროტ პატარა ჭურჭელში და დავდგათ. მასას გამუდმებით ვთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ ცალკე გათქვეფილი კვერცხის გულები. როდესაც კრემი შესქელდება, შევურიოთ  ლიქიორი და გადავიტანოთ ყინულებით სავეს ჯამში, თან ვურიოთ, რომ გაცივდეს. 100 მლ ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ კრემს. პარფე გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ მაცივარში. ყავა და 30 გ შაქარი შევურიოთ მდუღარე წყალს, როცა გაგრილდება, დავუმატოთ ნაღები და კარგად გავაციოთ. მიხაკი, ილი და დარიჩინი დავფქვათ, შევურიოთ ვანილის შაქარი და შევათქვიფოთ ყავისა და ნაღების მასას. მომზადებული კრემით მოვრთოთ კარგად გაციებული პარფე, ზემოდან ცოტა დაფქული სანელებლები მოვაყაროთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან...
წყარო: Vinoge.com


LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...