უჩვეულო მუზეუმები


ყველას კარგად მოეხსენება, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა. ეს ფანტაზია ხელოვნებაშიც გამოიხატება და სწორედ ამიტომ, საზოგადოებას საშუალება აქვს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ორიგინალური მუზეუმი მოინახულოს. სანამ საკუთარი თვალით იხილავდით ამ მუზეუმებს, ქვემოთ მოცემულ მაგალითებსაც შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი....
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ლონდონში გოთურ სასახლე ლიდში გახსნილია ძაღლების ყელის სარტყელების მუზეუმი. მუზეუმში თავმოყრილია ძაღლების ყველაზე ორიგინალური და ძვირფასი სარტყელების უნიკალური კოლექცია. აღნიშნულ ნივთებს კი სასახლის დარაჯები მრავალი ათწლეულის მანძილზე აგროვებდნენ.
ამერიკის შეერთებულ შატატებში, კერძოდ კი მასაჩუსეტსის შტატში არსებობს „ცუდი ხელოვნების მუზეუმი“. ამ მუზეუმში წარმოდგენილია შეიძლება ითქვას ყველაზე მახინჯი და მიუღებელი ქანდაკებები თუ სხვა ნივთები.
მუზეუმი ორი პავილიონისგან შედგება და სულ 40 ექსპონანტს მოიცავს. ამასთანავე, მუზეუმის არქივში ალტერნატიული ხელოვნების 400-მდე ექსპონანტი ინახება. ერთფეროვნებისგან გასაქცევად, მუზეუმის ხელმძღვანელობა ექსპონატებს სხვა შესაძლო ვარიანტებით ანაცვლებს.
ამსტერდამში არსებობს უნიკალური „მუზეუმი - სხეული“, რომელიც ანატომიური სიზუსტით იმეორებს ადამიანის სხეულს. მუზეუმი ადამიანის სხეულის 35 მეტრიან მაკეტს წარმოადგენს და ზუსტად იმავე აღნაგობისაა და იმავე შინაგან ორგანოებს „ფლობს“ რასაც ჩვეულებრივი ჰომოსაპიენსი. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ შეეხონ მათთვის საინტერესო ექსპონანტებს და ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარი სხეულისა თუ ორგანოების ყოველდღიურ მოქმედებაზე. ამ მუზეუმის განსაკუთრებული მახასიათებელი კი იმ ხმების იმიტაცია გახლავთ, რასაც ჩვენი შინაგანი ორგანოები გამოსცემენ. ეს ხმები კი რეალურ ცხოვრებაში ადამიანისთვის მიუწვდომელი და გაუგებარია. ამ გზით მაქსიმალურად რეალური სურათი იქმნება.
ინდოეთის დედაქალაქ დელიში „საპირფარეშოების მუზეუმი“ არსებობს. ექსპონანტების სახით საპირფარეშოების სხვადასხვა მოდელებია წარმოდგენილი, რომლებიც ამ ნივთების არსებობის ისტორიას ასახავენ.
ტოკიოში არსებობს მუზეუმი, რომლის ექსპონანტებსაც სხვადასხვა პარაზიტები წარმოადგენენ. პარაზიტები, რომელბიც ადამიანის ორგანიზმში ბუდობენ. მუზეუმის მონახულების შემთხვევაში საჩუქრად სხვადასხვა სუვენირებს მიიღებთ, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევენ თქვენს აღშფოთებას.
presa.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...