მუსიკა


მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს….
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

მუსიკის სტილები და ჟანრები

ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა —სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი - ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი

მუსიკის ზოგადი ტერმინები

  • აკუსტიკა – ბგერა – ბემოლი – გამა – დიეზი – დინამიკა - ინტერვალი – მელოდია - მეტრი - მუსიკალური სკალა – ნოტი - პაუზა - პოლიფონია - რიტმი - სმენა – ტემბრი -ტემპი - ტონალობა – ხმა – ჰარმონია
  • a cappella - accelerando - adagio - allegretto - allegro - allentando - andante -
  • andantino - appassionato - appoggiatura - continuo - crescendo - diminuendo -
  • dolce- forte - fortissimoglissando - largo - larghetto - metronome - obbligato -
  • orchestra - ostinato - piano - pianissimo - pizicatto - presto - prestissimo - ralantando -
  • sostenuto - staccato
  • ბანი - ბარიტონი - ტენორი - კონტრალტო – მეცო-სოპრანო - სოპრანო

მუსიკალური საკრავები

დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავები – სიმებიანი საკრავები – ხემიანი საკრავები

სხვადასხვა

მუსიკის დარგის მოღვაწეები
კომპოზიტორი – მომღერალი – მუსიკოსი
მუსიკალური კოლექტივები
ანსამბლი - ბენდი - დუეტი - კვარტეტი - მუსიკალური ჯგუფი - ორკესტრი – ტრიო - ქორო
ეროვნული მუსიკა
აზერბაიჯანული მუსიკა – არაბული მუსიკა – ინდური მუსიკა – იტალიური მუსიკა – ქართული მუსიკა

იხილეთ აგრეთვე

ქართული რესურსები ინტერნეტში

ფაილი:Claves.png



წყარო: ინფორმაცია:ka.wikipedia.org  სურათები:google.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...