ლიტერატურა


ლიტერატურა (ლათ.”littera” – (ანბანის ასო) – ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით – მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება….
განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.ლიტერატურის სახეები


პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
მითი, ლეგენდა,ზღაპარი, იგავი, ეპოპეა, ეპოსი,რომანი,ნოველა,მოთხრობა ,
დრამა,პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და ემუარები


პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
ლექსი, პოემა, ეპოპეა და ეპოსი
ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ:აფორიზმი, ანდაზა, სენტენცია, მაქსიმა და დევიზი,ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიას და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილებს და პერიოდებს:რენესანსი, კლასიციზმი, ბაროკო, რომანტიზმი და მოდერნიზმი

ლიტერატურა შინაარსის მიხედვით

განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, ასევე ბიბლია, ქართლის ცხოვრება და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი ‘ლიტერატურა’ ესმით როგორც ბელეტრისტიკა ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის (მოთხრობები, რომანები) ნაწარმოებთა ერთობლიობა.
ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:
  • ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ. „შუშანიკის წამება“;
  • ისტორიული, მაგ. კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, თუკიდიდეს “პელორონესის ომი”, ე. გიბონის “რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა;
  • ბიოგრაფიული, მაგ. პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება“;
  • ფილოსოფიური, მაგ. პლატონის „დიალოგები“;
  • სამეცნიერო, მაგ. ჩ.დარვინის “სახეობათა წარმოშობა”, ჟ.–ა. პუანკარეს “მეცნიერება და ჰიპოთეზა”, ზ. ფროიდის ნაწარმოებები;
  • პოლიტიკური, მაგ. ნ. მაკიაველის “მთავარი” , ციცერონის, თ. ჯეფერსონის, უ. ჩერჩილის და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურული ჟანრები

  • ფოლკლორი,ავტობიოგრაფია – ბიოგრაფია – დეტექტიური რომანი – დეტექტიური ფანტასტიკა - ვესტერნი – კრიმინალური რომანი – საბავშვო დიტერატურა –სამეცნიერო ფანტასტიკა – სატირა

სხვადასხვა

ლიტერატურული ფიგურები:
  • ბელეტრისტი – დრამატურგი – ესეისტი – კრიტიკოსი – მწერალი – ნოველისტი – პოეტი – პროზაიკოსი – ჟურნალისტი
ეროვნული ლიტერატურები:
  • ამერიკული ლიტერატურა – ბერძნული ლიტერატურა – გერმანული ლიტერატურა – ესპანური ლიტერატურა – თურქული ლიტერატურა – ინგლისური ლიტერატურა –იტალიური ლიტერატურა – რუსული ლიტერატურა – სპარსული ლიტერატურა – ფრანგული ლიტერატურა – ქართული ლიტერატურა - რომაული ლიტერატურა

ქართული რესურსები ინტერნეტში



წყარო: ინფორმაცია:ka.wikipedia.org  სურათები:google.ge






LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...