ნერვული დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

ნევრასთენია ნევროზის ერთ–ერთი სახეა, რომელიც გამოხატულია ნერვული სისტემის აშლილობით. ავადმყოფს ახასიათებს გაღიზიანებადობა, ფხიზელი ძილი, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, ავადმყოფური რეაქციები ხმაურზე, შუქზე და ა.შ.
– 1 ჩაის კოვზ ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 20 წუთი. სვამენ თბილ ნაყენს ძილის წინ....
– 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს. აჩერებენ 6–8 საათი. წურავენ.
მიღება: თითო სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში. ბავშვებს ჩაის კოვზით.
შავბალახა
1–2 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ გაციებამდე. წურავენ. იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–5–ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.
წითელი კუნელი
1 სუფრის კოვზ კუნელის დაჩეჩქვილ ნაყოფებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 საათი (ჰაერღუმელში ან თერმოსში). იღებენ 1–2 სუფრის კოვზს 3–ჯერ დღეში ჭამის წინ.
იღებენ წითელი კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ თერმოსში 2 საათი. წურავენ. იღებენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბარამბო
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. წურავენ გაციებულს. იღებენ 1 დღის განმავლობაში.
კაკალი, ქიშმიში, ყველი
ტიბეტური მედიცინის რჩევით იღებენ ყოველდღიურად ერთ მიღებაზე 30 გრამ კაკალს, 20 გრამ ქიშმიშს და 20 გრამ ყველს. ეს საშუალება ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებს გულის კუნთსა და ნერვულ სისტემას.
თაფლი
1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ძილის წინ მოქმედებს, როგორც საძილე საშუალება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
– 1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. 1 დღე–ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. ბავშვებს 1/8–1/4 ჭიქას აძლევენ ერთ მიღებაზე.
გაფრთხილება: უნდა გვახსოდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტი.
ორ სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჟოლოს ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, მიღებული ნაყენი ერთი დღის დოზაა.
ნერვიტი
– 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ჟოლოს ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააციეთ და მიიღეთ სამჯერ დღეში 100 გრამის ოდენობით.
ნევროზი
– კაპარის დაქუცმაცებულ და გამხმარ ფესვებს ადუღებულ წყალს ასხამენ (20 გრამი ფესვები 200 გრამ წყალზე), თავზე მჭიდროდ ახურავენ და დგამენ ოთახის ტემპერატურაზე მის გაგრილებამდე. შემდეგ გადაწურავენ და მიიღებენ დღეში 3–ჯერ 50 გრამის ოდენობით.
– კატაბალახას ფესვებს შეფარდებით 1:5, დაასხით 70%–იანი არაყი ან სპირტი. დადგით ოთახის ტემპერატურაზე ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სითხე გაწურეთ ნარჩენებთან ერთად. მიიღეთ დღეში სამჯერ 15–20 წვეთი.
არყის ახალ ფოთლებს წვრილად აქუცმაცებენ, რეცხავენ ანადუღარი ცივი წყლით. ამ წყალს ღვრიან, შემდეგ 40–50 გრადუს ტემპერატურის ანადუღარ წყალს ასხამენ და სამნახევარი საათის განმავლობაში დგამენ, წყალს გადაასხამენ, დაქუცმაცებულ ფოთლებს წურავენ. ამის შემდეგ ნაყენს დადგამენ 6 საათის განმავლობაში, ნალექს მოაცილებენ. მოხმარებისთვის გამზადებულ ნაყენს ინტენსიური მწვანე მოყვითალო ფერი აქვს, ოდნავ მწარე გემოთი.
მიიღეთ: 50–100 გრამი, ზოგჯერ 200 მლ დღეში 2–3–ჯერ ჭამამდე.
– ნევროზის მსუბუქი ფორმების დროს დალიეთ მაყვლის ძირების ნაყენი, თავშავას ჩაი, ჭინჭრის ნაყენი, ჭინჭრის თავების ნაყენი.
– ხელის მუჭში ჩაიყარეთ 3–4 ცალი კაკალი და ნელ–ნელა ატრიალეთ თითების დახმარებით. ამგვარი თერაპია უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. დადგენილია, რომ ხელის მტევნების მუშაობა ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს იწვევს და ტვინის ცენტრებში გადაღლილობის განვითარებას დროებით აჩერებს, ვინაიდან თითების ბოლოებში არსებული ურიცხვი ნერვული დაბოლოებები უშუალოდ თავთან არის დაკავშირებული. ამგვარი მანიპულაციის შედეგად ხელებში აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
– აიღეთ 10 გრამი (1–1,5 სუფრის კოვზი) კატაბალახას ფესვები და ფესურები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობით (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე–ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.
– სვით ნაყოფების ერთ წონით ნაწილზე იღებენ ოთხ წონით ნაწილ 70%–იან სპირტს. მიღებულ ნაყენს დღეში ორჯერ, სადილობისა და ძილის წინ ერთ ნატეხ შაქარზე ან ჩაის კოვზ წყალში განზავებით 5–7 წვეთ ნაყენს იღებენ.
– 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული სვიის გირჩები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ–მდე) მიიღეთ 1/2 ჭიქა 4 ჭიქა 3–4–ჯერ დღეში ჭამის წინ.
გაფრთხილება: არ დაგავიწყდეთ, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენების დიდი დოზებით მიღებამდე შეიძლება გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის გრძნობა.
– სვიის ნაყენის მომზადება ცივი სახითაც შეიძლება. ამისათვის 1–2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 12–14 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპებით, ძილის წინ.
აგრეთვე რეკომენდებულია სვიის გირჩებით ავსებული ბალიშების ხმარებაც.
– დაამზადეთ შემდეგი ნარევის ჩაი: სურნელოვანი ჩიტისთვალა – 20 გრამი, მაყვლის ფოთლები – 25 გრამი, ურცი – 10 გრამი, შავბალახა – 20 გრამი, ბერულა – 15 გრამი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ნარევის 30 გრამს დაასხით 300 გრამი ადუღებული წყალი. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3–ჯერ 100 გრამის ოდენობით.
– მაყვლის ნედლი ნაყოფებისგან დაამზადეთ ჩაი და სვით ჩაის მაგიერ.
დეპრესია
– 1 სუფრის კოვზ გვრილისებური ასტრიის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ, გაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ ააქტიურებს და ამაგრებს ნერვულ სისტემას.
– დეპრესიის მიზეზად ხშირად გვევლინება ორგანიზმში რძის მჟავის უკმარისობა. ყველაზე ხშირად ეს ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ დიდი რაოდენობით ხორცს და ძალიან ცოტა რძის პროდუქტებს. მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ სამთვიან მკურნალობის კურსს პურის ბურახითა და მჟავე კომბოსტოს წვენით.
– ვარჯიში 1. გადააჯაჭვეთ ხელები, გადაიტანეთ ხელები თავს უკან, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ფეხის წვერები განზე. გააკეთეთ ამოსუნთქვა, მოღუნეთ ფეხები, შეაყოვნეთ ამ მდგომარეობაში ხუთი წამი. ახლა ნელა დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, ჩაისუნთქეთ. გააკეთე ეს ვარჯიში დილა–საღამოს მინიმუმ 10–ჯერ.
ვარჯიში 2. დამჯდარ მდგომარეობაში მოხვიეთ ხელები მუხლებს და რაც შეიძლება მჭიდროდ მიეკარით მათ (2 წუთი).
ვარჯიში 3. დაწექით ზურგზე, დაიდეთ წელის ქვემოთ კაკალი ან პატარა ბურთი, რომლებიც მნიშვნელოვნად აღიზიანებენ წერტილს, რომელიც წელზე მდებარეობს. ვარჯიში რამდენიმე წუთში მხნეობას და ძალას მოგმატებთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში ძილის წინ 10 წუთით ადრე.

წყარო:Janmrteloba.info.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...