ოთარ მარცვალაძემ თურქული შეკრება გოლით დაასრულა

რუსულმა კლუბმა "კრასნოდარმა" თურქულ ბელეკში მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ნუკრი რევიშვილის,ალექსანდრე ამისულაშვილისა დაოთარ მარცვალაძი გუნდი "ტავრიას" დაუპირისპირდა.
სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარეს....
მატჩი კრასნოდარელების უპირატესობით დაიწყო, რასაც 28-ე წუთზე ოთარ მარცვალაძისგოლი მოჰყვა. პირისპირ გასულმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ოთარი საკმაოდ აქტიურად თამაშობდა და გოლის გატანის რამდენიმე მომენტიც ჰქონდა. 31-ე წუთზე მარცვალაძემ მოედნის ცენტრიდან შეეცადა უპირატესობა ორ ბურთამდე გაეზარდა, თუმცა "ტავრია" ამჯერად ზედა ძელმა იხსნა.

საბოლოოს მატჩი "კრასნოდარის" გამარჯვებით 3:2 დასრულდა. რუსულმა გუნდმა ბელეკში ბოლო სპარინგ-მატჩი გამართა და შეკრება გამარჯვებით დაასრულა.


წყაროsportall.ambebi.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...