“საქმის ორგანიზაციით “არსენალი” “ბარსელონაზე” 4 თავით მაღლა დგას”

ამის შესახებ განცხადება ბელორუსის ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდრ ჰლებმა გააკეთა, რომელსაც თავის დროზე “არსენალშიც” და “ბარსელონაშიც” ნათამაშები აქვს. მისი თქმით, ინგლისური კლუბი გაცილებით უკედაა ორგანიზებული, ვიდრე ესპანური....

“ზუსტად ასეა - საქმის ორგანიზაციით “არსენალი” 3-4 თავით მაღლა დგას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ გუნდში ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. “არსენალში” ყოველ დეტალს ყურადღებას აქცევენ და ფეხბურთელებთან სულ სხვა დამოკიდებულებაა.
“ბარსელონაში”, მაგალითად მე მითხრეს, რომ სახლი თავად უნდა მომეძებნა - “არსენალში” ასეთი რამ თავშიც კი არავის არ მოუვიდოდა” - განუცხადა ჰლებმა “სპორტ-ექსპრესს”.

წყარო:presa.ge

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...