ღვინის ლიქიორი ვარდის არომატით

საჭირო მასალა: 1 კგ. შაქარი, 1 ლ ღვინო, რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი,
250 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, 250 მლ. სპირიტი ან 370 მლ. რომი.
მომზადება: მოვადუღოთ ღვინო, რათა აორთქლდეს ალკოჰოლი, ჩავამატოთ შაქარი და ვადუღოთ შაქრის სრულ დადნობამდე და სითხის დაწმენდამდე. გაგრილებულს დავამატოთ ანადუღარი წყალი, ვარდის ზეთის წვეთები და ალკოჰოლი.
რჩევა: შაქრისა და ღვინის მოდუღების დროს, ყურადრება მივაქციოთ, რომ ზედმეტად არ გადადუღდეს და კარამელიზაცია არ დაიწყოს. ლიქიორის სიტკბოს რეგულირება შესაძლებელია გემოვნებით - წყლისა და ალკოჰოლის რაოდენობის შეცვლით. ვარდის ზეთი შეიძლება შევცვალოთ 50-100 მლ ვარდის უალკოჰოლო ნაყენით....
წყარო: Vinoge.com

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...