წითელი წიწაკა კუსკუსითა და ქიშმიშით

საჭირო მასალა: 100 გ ნუში, 50 გ მზესუმზირა, 50 გ ქიშმიში – სურვილისამებრ, 2 თავი ხახვი, 350 მლ ქათმის ბულიონი, 3-4 ღერი ზაფრანა, 200 გ კუსკუსი, 8 ცალი მოზრდილი ტკბილი წითელი წიწაკა, 5 კბილი ნიორი, 1 ღერი ქონდარი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ პამიდვრის წვენი, 200 გ სქელი იოგურტი ან კამეჩის მაწონი, 4 ს.კ. რძე, 0,5 ლიმონის წვენი, პაპრიკა, ახალდაფქული შავი და თეთრი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადება: ნუში და მზესუმზირა მოვშუშოთ. ხახვი წვრილად ავკეპოთ. ქათმის ბულიონს შევურიოთ ზაფრანა და დავდგათ ცეცხლზე. როცა ბულიონი გაცხელდება, დავასხათ დაკეპილ ხახვსა და კუსკუსს, ავურიოთ და შევაგრილოთ 30 წუთის განმავლობაში. შეგრილებულ მასას დავუმატოთ ნუში, მზესუმზირა, კარის ფხვნილი და სურვილისამებრ ქიშმიში. წიწაკები გავჭრათ სიგრძეზე, ამოვაცალოთ თესლი და დავტენოთ კუსკუსის გულსართით, მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი, დაფნის ფოთლები, ქონდრის ტოტები, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და 15 წუთით შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. შემდეგ დავასხათ მარილით შეზავებული, შემთბარი პამიდვრის წვენი და კიდევ 30 წუთით გავაჩეროთ ღუმელში. სანამ წიწაკა მომზადდება, იოგურტი, რძე, პილპილი, მარილი და ლიმონის წვენი ავურიოთ და მზა კერძს მოვასხათ, სუფრასთან გავიტანთ...
წყარო: Vinoge.com

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...