კეიტ მოსი Mango–სთვის

ესპანურმა ბრენდმა Mango–მ პრომო–სურათები გამოაჩინა, რომლის მთავარი გმირიც კეიტ მოსია. ფოტოსესიის ავტორი ტერი რიჩარდსონი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ სურათები ნამდვილად შეუდარებელი გამოვიდა. კოლექციის სახელწოდება Mango spring-2012 გახლავთ.
ტანისამოსი მეტად ქალური და შთამაგონებელია. აღსანიშნავია, რომ ესპანური ბრენდის სახეები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ოლივია პალერმო, პენელოპა კრუზი და სკარლეტ იოჰანსონი....
რაც შეეხება კეიტ მოსს, მას არცთუ ისე დიდი ხნის წინ უსიამოვნება შეემთხვა. მოდელი პარიზში ისვენებდა და როცა ერთ დილას სასტუმროს ნომერში გაიღვიძა, მიხვდა რომ მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა. კეიტი რამდენიმე სპეციალისტმა გასინჯა. ხელის პარალიზება ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულმა გარკვეულმა პრობლემამ გამოიწვია. ექიმები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში მოდელი სრულიად განიკურნება.

წყარო:ინფორმაცია:Presa.ge   სურათები:Google.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...