ავტომობილები და მათთან დაკავშირებული რიცხვები, რომლებიც ისტორიად იქცა (ნაწილი პირველი)


1890 - ლეონ სერპოლემ და ერნესტ არჩედკონმა სამთვლიანი მოტოციკლით, პარიზიდან ლეონამდე ავტორბოლა მოაწყვეს. მათ 286 მილი 15 დღეში დაფარეს. მოგზაურობის განმავლობაში, მათი ავტომობილი საკმაოდ დაზიანდა და მოგზაურობის დასრულების შემდეგ, იგი მატარებლით პარზში გადაგზავნეს....

1891 - ემილ ლევასორმა ააწყო ავტომობილი, ძრავის ცენტრალური განლაგებით.
1892 - პანარი და ლევასორი საკუთარი ავტომობილების გაყიდვებს იწყებენ. ოთხადგილიანი ავტომობილები 200 იტალიურ ლირად შეფასდა.
1893 - შეერთებულ შტატებში, ჩარლს დურიამ და მისმა ძმამ, ფრანკომ ერთცილინდრიავი ავტომობილების აწყობა დაიწყეს.
1894 - კარლ ნეცმა ახალი, ოთხადგილიანი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა, რომელსაც Velo უწოდეს. ასეთი ავტომობილი სულ 67 ეგზემპლარად გამოვიდა.
1895 - ბენცმა 135 ავტომობილი ააწყო, მათგან 62 Velo იყო. ეს რაოდენობა მოიცავდა, phaetons-ს, landaus-სა და ავტობუსებსაც. იმ დროისათვის ბენცის 40-ზე მეტი ავტომობილი მოძრაობდა საფრანგეთის ავტოდრომებზე.
1897 - ფერდინანდ პორშემ, ავტომობილებისთვის პირველი ელექტრო ძრავი შექმნა.
1898 - კელერი პირველი ამერიკელი ავტოდილერი გახდა.
1899 - ბენცის ავტოქარხანაში ორი ათასი ავტომობილი აეწყო.
1900 - უილიამ მაკინლი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ავტომობილით მოძრაობდა.
1901 – Oldsmobile-მა 425 ეგზემპლარი ააწყო და Curved Dash უწოდა. ეს ავტომობილები გახლდნენ პირველები, რომლებიც აირზე მომუშავე ძრავებით აღიჭურვნენ.
1903 - შეიქმნა კომპანია ფორდი, კაპიტალით 28 000 ამერიკული დოლარი. გაიყიდა პირველი მსუბუქი ავტომობილის მოდელი.
1905 - გაიყიდა პირველი ავტომობილი კრედიტის საშუალებით.
1906 - St. Louis-ში პირველად გაიტაცეს ავტომობილი.
1907 - ჯონ ვილისმა კომპანია Overland Company of Indianapolis შეისყიდა. ერთი წლის შემდეგ მან კომპანიას Willys Overland უწოდა.
1908 - კომპანია General Motors, უილიამ დურანტის კომპანიას შეუერთდა. Buick-იც და Oldsmobile-იც ამავე კომპანიის შემადგენლობაში შევიდნენ.
1909 – Cadillac და Oakland General Motors-ს შეუერთდნენ. აუგუსტ ჰირჩმა საკუთარი კომპანია, August Horch Automobilwerk დააარსა.
1910 - ავტოწარმოებამ ამერიკის შეერთებულ შატეტბში 181 000 ეგზემპლარს მიაღწია. მილანში ავტოკომპანია A.L.F.A ჩამოყალიბდა.
1911 - შედგა ელექტრო სტარტერის მქონე ძრავების დებიუტი. დაარსდა ავტოკომპანია Chevrolet.
1912 - კომპანია Cadillac-მა საკუთარი ავტომობილების აღჭურვა, ელექტროსტარტერებით დაიწყო.
1913 - შეიქმნა კომპანია Gulf.
1914 - დაიწყო პირველი ტრანსკონტინენტალური ავტოდრომის მშენებლობა სახელწოდებით, Lincolin Highway.
1915 – Cadillac-მა პირველი ძრავის, V8-ის პრეზენტაცია მოაწყო.
1916 - მოდელ Ford T-ს ღირებულება 345 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. გერმანულმა კომპანიამ DKW-მ ავტომწარმოებლობა დაიწყო. იაპონიაში Isuzu-მ პირველი ავტომობილები გამოუშვა.
1917 – Cadillac-ის ხელმძღვანელი, ჰენრი ლეილანდი დამოუკიდებელ კომპანია, Lincoln Motor Company-ს ქმნის. ფერდინანდ პორშე Austro-Daimler-ის ხელმძღვანელი გახდა და ექვსცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილის დაპროექტება დაიწყო.
1918 - ჩარლზ ნაშმა ავტოკომპანია, Thomas B. Jeffery Company of Kenosha შეისყიდა და მას Nash Motors უწოდა.
1919 - ორეგონის შტატში საწვავის გაყიდვები დაიწყო.
1920 – Duesenberg - პირველი სრული მოჭიდების ავტომობილი. ნიკოლა რომეომ სერიოზული ინვესტიცია ჩადო ავტოკომპანია Alfa-ში. კომპანიის სახელი Alfa Romeo-დ გადაკეთდა.
1921 - კრაისლერმა თავისი პირველი ავტომობილების დაპროექტება დაიწყო. პარიზში Sitroen-ის პირველი ტაქსი გამოჩნდა.
1922 – Lancia-მ მოდელის, Lambda-ს წარმოება დაიწყო.
1923 – Daimler-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ფერდინანდ პორშემ, Mercedes-Benz-ის პირველი მოდლეები, SS და SSK შექმნა.
1924 - გამოვიდა Chrysler-ის პირველი ავტომობილები.
1925 - შეიქმნა Lincolin Highway.
1926 – Cadillac-მა პირველი, მდგრადი მინა შექმნა.
1927 - შეიქმნა Ford Model T-ს უკანსკნელი მოდელი.
1928 – Cadillac-მა გადაცემათა კოლოფის პრეზენტაცია მოაწყო.
1929 – Duesenberg-მა ახალი ავტომობილი წარმოადგინა, რომლის სიმძლავრეც 265 ცხენის ძალას შეადგენდა. NSU-მ დროებით ავტომობილების გამოშვება შეწყვიტა და კვლავ მოტოციკლების წარმოება დაიწყო.
1930 - ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოგაყიდვები საგრძნობლად შემცირდა.
1931 - შტუტგარტში ფერდინანდ პორშეს ერთ-ერთი ქარხანდა დაარსდა. მათი პირველი ქმნილება, ექვსცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი კუპე გახლდათ.
1932 - გერმანული კომპანიები, Horch, Audi, DKW და Wanderer გაერთიანდნენ და Auto Union-ად იქცნენ.
1933 - ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ ჯერსიში ერთ-ერთი პირველი ავტოდრომი შეიქმნა. იაპონიაში Toyoda Loom Works-მა ავტომობილების წარმოება დაიწყო.
1934 – Citroen-მა სერიიდან Type 7 "Traction Avant" პირველი ავტომობილი შექმნა. Chrysler-მა მოდელის, Airflow-ს წარმოება დაიწყო.
1935 – Chevrolet-მა პირველი Suburban Carryall წარმოადგინა.
1936 - ამერიკელების 54 პროცენტი ავტომობილს ფლობდა.
1937 – Oldsmobile-მა ნახევრადავტომატური ტრანსმისია წარმოადგინა. Toyoda Loom Works დამოუკიდებელ კომპანიად იქცა და მას Toyota ეწოდა.
1938 - რამდენიმე ავტომწარმოებელმა სიჩქარის გადამრთველი ბერკეტი, საჭეზე მოათავსა.
1939 – Volkswagen-ის ქარხნის მშენებლობა დასრულდა და მან ავტომწარმოებლობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.
1940 - პირველი ავტომატური ტრანსმისია Oldsmobile-მა წარმოადგინა. გამოვიდა პირველი ავტომობილი Lincoln Continental. ომის გამო კომპანია Audi-მ წარმოება შეწყვიტა.

წყარო:Presa.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...