როდსტერი Artega GT ჟენევაში გამოჩნდება



არცთუ ისე დიდი ხნის წინ კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Artega, ჟენევის ავტოგამოფენაზე როდსტერ GT-ს გამოიყვანს. ჯერჯერობით კომპანიის წარმომადგენლები, ავტომობილის მონაცემების შესახებ არ საუბრობენ და ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ. მიუხედავად ამისა, ავტომობილზე გარკვეული დეტალები მაინც გახდა ცნობილი. 
ცნობილია, რომ Artega GT-მ 3.6-ლიტრიანი V6 ტიპის ძრავი მიიღო, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას შეადგენს. ამის საფუძველზე, ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 4.8 წამში ანვითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ია. ავტომობილის წონა კი 1285 კილოგრამია...

წყარო:ინფორმაცია:Presa.ge   სურათები:Google.ge

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...