2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა

2 აპრილი აუტიზმის  მსოფლიო დღეა
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება...
ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" არიან. ინიციატივა განპირობებულია აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი.
2 აპრილის დღის აღნიშვნის მიზანია გაზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს შეასრულოს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.
2012 წელს 2 აპრილის დღე უკვეაღინიშნება საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. საქართველოს რეგიონებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ჩართულები არიან აუტიზმის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები, სკოლები, ინკლუზიური განათლების გუნდები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
წყარო:Newsaz.com

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...