ვანგ გოგის სახლი ლონდონის აუქციონზე იყიდება

ვანგ გოგის სახლი ლონდონის აუქციონზე იყიდება
მხატვარ ვინსენტ ვან გოგის ლონდონის სახლი, რომელშიც ის ახალგაზრდობის წლებში ცხოვრობდა, აუქციონზე გაიყიდება...
ლონდონის სამხრეთით ბრიკსტონის რაიონში მდებარე XIX საუკუნის უძველესი შენობა, სასტარტო ფასით 475 ათასი ფუნტი სტერლონგი, აუქციონზე გასაყიდად უკვე გამოიტანეს. იმ დროიდან, როცა ვან გოგი ამ სახლში ცხოვრობდა, სახლმა მხოლოდ ორი მფლობელი გამოიცვალა.
ბოლო სამოცი წლის განმავლობაში შენობა ერთო ოჯახის საკუთრებაში იყო. ხნიერი წყვილის შვილებმა გადაწყვიტეს, გაეყიდათ სახლი, სადაც ვან გოგის ეპოქის რამდენიმე ნივთი შემორჩა.
მაგალითად, პირვანდელი სახით შენარჩუნებული ბუხარი, რომლითაც სახლი თბებოდა ან ხელსაბანი, რომელიც დამონტაჟებულია შენობის გარე კედელზე. სახლის შეკეთების შემდეგ მისმა ფასმა შეიძლება 750 ათას ფუნტს მიაღწიოს.
ვან გოგი შენობის მესამე სართულის ოთახში ცხოვრობდა, არსებობს კიდეც მის მიერ შესრულებული შენობის ტერასის ნახატი. მხატვარი ბრიკსტონში მაშინ დასახლდა, როცა 20 წლის ასაკში ლონდონში ჩავიდა და არტდილერად დაიწყო მუშაობა.
წყარო:Newsaz.com

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...