2012 წლის მოდური ტენდენციები ორსულთათვის

ქალბატონისთვის ყველაზე კარგი და მიმზიდველი პერიოდი ის ცხრა თვეა, როცა მუცლით შვილს ატარებს. ამ პერიოდში კი იმის გამო, რომ ქალბატონის ფიგურა ყოველდღიურად იცვლება, სუსტი სქესის წარმომადგენელმა უარი არ უნდა თქვას მოდურ ტენდენციებზე. დიზაინერების გარკვეული ნაწილი, როგორც ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე ორსულთათვისაც ქმნის უნიკალურ ტანისამოსს. ეს ტენდენციები კი ნებისმიერი ფეხმძიმე ქალბატონისათვის მიმზიდველი და მისაღებია....
ზოგადად ორსულები უპირატესობას განიერ და ფართე ტანისამოსს ანიჭებენ, რომლებიც საღამურებს უფრო გვანან. დიზაინერებმა კი ამის გამოსწორება გადაწყვიტეს. 2012 წლის მოდური ტენდენციები ორუსლთათვის მათ არა მარტო ქალურობასა და ელეგანტურობას, არამედ უაღრეს კომფორტსა და მოხერხებულობას სთავაზობენ.

მოსახერხებელი, კომფორტული მოსაცმელი...
H&M-ის დიზაინერებმა ორსულთათვის მთავარ ნივთად მოსაცმელი წარმოადგინეს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტილის ტანისამოსი მსუბუქი, ნაზი და რბილი ქსოვილისგან უნდა იყოს შექმნილი. კლასიკური ფორმები საშუალებას იძლევა ქალბატონმა ელეგანტური ვიზუალი შეიქმნას. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ სტილის ტანისამოსის მოსახერხებლობა და კომფორტულობა. ხოლო თუ ფეხმძიმე სწორად შეარჩევს ფერებს, შედეგი ნამდვილად შეუდარებელი იქნება: უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერს ან ქვიშისფერს. რაც შეეხება ფორმას, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ზედატანი „კაპიუშონითა“ და ვიწრო წელით, რომელიც ქალბატონის მუცელს შეუდარებლად ერგება უნიკალურია. კარგი იქნება თუ თქვენ მიერ შერჩეული მოსაცმელი, მუცელზე სარტყელით ან ფართე ქამრით შეიკვრება.
დიზაინერებმა შეძლეს და ბანალური ნივთი უნიკალურ ტენდენციად აქციეს: აღნიშნული მოსაცმელი შეუდარებლად ერწყმის ვიწრო ჯინსებს, ქვედაბოლოებსა და კაბებს „ქანთრის“ სტილში.

კაბები...
ორსულებისთვის განკუთვნილი კაბა ფართე წელით სიახლე ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, დიზაინერებმა შექმნეს მსგავსი სტილის კაბები, რომლებიც გულგრილად არცერთ ფეხმძიმეს არ დატოვებენ. კაბა, რომელიც გამოკვეთს მკერდს და ქვემოთ კი მეტად გაშვებული და თავისუფალია. მსგავსი კაბები შეუდარებლად ერგება შავ კოლჰოტებს და დაბალქუსლიან ფეხსაცმელს.
რაც შეეხება შავ კაბას, რომელიც ღირსშესანშნავი საღამოებისთვისაა განკუთვნილი. ამ საკითხში საკამოდ დიდი არჩევანია კაბის ფორმების თვალსაზრისით. შეგიძლიათ მოირგოთ კაბა, რომელიც ხაზს უსვამს მუცელს და სიგრძე მუხლს ოდნავ ზემოთ სწვდება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფიგურა აქვს ქალბატონს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევანი ღრმა დეკოლტეს მქონე, წელში გამოყვანილ, მაგრამ ქვემოთ გაშვებულ კაბაზე შეაჩერეთ. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამ შემთხვევაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. უარი თქვით დიდი ზომის აქსესუარებზე და მინიმალიზმს დასჯერდით.

presa.ge -[ანანო კვაჭანტირაძე]

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...