2012 წლის მოდა და ჩანთები

ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ მოვიდა გაზაფხულიც და ამ ცვლილებებთან ერთად, ქალბატონმა თავისი გარდერობის ცვლილებაზეც უნდა იფიქროს. რა თქმა უნდა, ტანისამოსთან ერთად დიდი ყურადღება აქსესუარებს, განსაკუთრებით კი ჩანთებს უნდა მიექცეს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა პარიზისა და ნიუ იორკის მოდის კვირეულები, ასე რომ ჩანთებთან დაკავშირებული ტენდენციები ცნობილია და ქალბატონებო, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ჩანთა თამამად შეარჩიოთ....
მოზრდილი ჩანთა მკლავების გარეშე...
მსოფლიო საზოგადოება მიეჩვია იმ აზრს, რომ საღამოსთვის და წვეულებებისთვის განკუთვნილი ჩანთები მკლავების გარეშე საკმაოდ პატარა ზომის უნდა იყოს. მიმდინარე სეზონზე კი დიზაინერებმა ეს ტენდენციები დაამსხვრიეს და წარმოდგენაც შეცვალეს. მიმდინარე სეზონზე, აღნიშნულმა ჩანთება ცვლილებები განიცადეს, გაიზარდა მათი ზომაც და საკმაოდ მრავალფეროვანი დანიშნულებაც შეიძინა. იგი აღარ ჰგავს საფულეს. ამ ჩანთებში შეგიძლიათ მოათავსოთ მობილური ტელეფონი, კოსმეტიკური საშუალებები, საფულე და კიდევ ბევრი საჭირო ნივთი.
აგებულება...
მიმდინარე სეზონზე აქტუალური რჩება დიდი ზომის ჩანთები, მაგრამ ცვლილებებია მათ სტრუქტურასა და ფორმაში. პოპულარულია აქსესუარი მრავალი ჯიბით და ოვალის ფორმით. საშუალო სიგრძის ხელებით, ისე რომ ჩანთა ქალბატონის თეძოს სწვდებოდეს. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საუბარია ყოველდღიურ ჩანთებზე. რაც შეეხება საღამოსთვის ან რაიმე წვეულებისთვის განკუთვნილ ჩანთებს. რა თქმა უნდა მხარზე გვერდულად ან სწორად გადასაკიდი ჩანთები ამ შემთვევაში ნაკლებად გამოგადგებათ. მაგრამ თუ მაინც ასეთი სტილის შექმნა გადაწყვიტეთ, აირჩიეთ რაც შეიძლება პატარა ზომის ჩანთა, მოკლე სახელურებით.
მხარზე გადასაკიდი ჩანთა...
ასეთი ჩანთები განსაკუთრებული კომფორტითა და მოსახერხებლობით გამოირჩევიან. იგი შეგიძლიათ შეუსაბამოთ თითქმის ყოველგვარ ჩაცმულობას. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ჩანთები მიმდინარე სეზონზე მეტად აქტუალურია და შესაბამისად, არჩევანიც საკმაოდ ფართოა. როგორც ფორმაში, ასევე ზომასა და ფერებშიც.
ქსოვილი...
მიმდინარე სეზონზეც ტყავი ძველებურად არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ტყავზე მოთხოვნადი მისი მაღალხარისხიანი შემცვლელით შექმნილი ჩანთებია. ამ გზით შეგიძლიათ შეიქმნათ როგორც მეტად სპორტული, ასევე კლასიკური, ქალური და ელეგანტური სტილი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აქსესუარის ფორმასა და ზომაზეა დამოკიდებული.
ფერთა გამა...
როგორც ცნობილია მიმდინარე სეზონზე აქტუალური ღია და ნათელი ფერებია. ამ შემთხვევაში არც ჩანთები არ არის გამონაკლისი. რა თქმა უნდა შავი ტყავის ჩანთები ძველებურად ლიდერობას ინარჩუნებენ. მაგრამ შეგიძლიათ არჩევანი ღია ვარდისფერზე, ცისფერზე, ღია ლურჯსა და იასამნისფერზე შეაჩეროთ. ასევე პოპულარულია ქვიშისფერი და თეთრი ჩანთები
presa.ge -[ანანო კვაჭანტირაძე]

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...