ბრიტანეთში ქალის მკერდის დღეს აღნიშნავენ

ბოლო დროს, ბრიტანეთში უცნაურ და სხვათა შორის, ეროვნულ დღესასწაულს –  ქალის მკერდის დღეს (National Cleavage Day) აღნიშნავენ. პროექტის დამფინანსებლებს შორის არიან ჟურნალები Cosmopolitan და 5fm, ასევე, რადიო SABC. ქალის მკერდის დღეს 2002 წლიდან, ყოველწლიურად, მარტში ან აპრილში აღნიშნავენ....

ამ დღეს ასევე ატარებენ კონკურსს, რომლის მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ბიუსტის მფლობელების გამოვლენა.მკერდიანების მთელმა არმიამ ბრიტანეთის ერთ–ერთ ქუჩაზე, Wardour Street–ზე მოიყარა თავი. ინგლისელი ქალბატონები ბიუსტის დემონსტრირებას არშია შემოვლებული, ფერადი თეთრეულით, გამვლელების წინაშე, ახდენდნენ. დღესასწაულმა მშვიდობიანად ჩაიარა, არც ბოლომდე გაშიშვლებულან და არც აღტაცებულ მაყურებლებს ჩაუშლიათ დღესასწაული. ამავდროულად, გოგონებს ამინდშიც გაუმართლათ.


ბრიტანელებმა განსაზღვრეს, როგორი მკერდი უნდა ჩაითვალოს ყველაზე ლამაზად, მიმზიდველად და სექსუალურად. ასევე გამოავლინეს საუკეტესო ბიუსტის მფლობელები.
რეიტინგში პირველ ადგილზე ნაკლებად ცნობილი ინგლისელი მსახიობი, ტელეწამყვანი და მოდელი, 31 წლის ჰოლი ვილოუბი აღმოჩნდა.
მეორე ადგილი წილად ხვდა ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს, 27 წლის სკარლეტ იოჰანსონს.
რეიტინგის სამეულს მომღერალი, 30 წლის ბიონსე ხურავს.
მიუხედავად პატარა მკერდისა, 24 წლის მომღერალი, რიანა, მეოთხე ადგილზე მოხვდა. როგორც ჩანს, სექსუალურად და მიმზიდველად მხოლოდ დიდი ზომის მკერდი არ ითვლება.
მეხუთე ადგილზე ყველა დროის, ყველაზე ცნობილი ქერა ქალბატონი, დაუვიწყარი მერლინ მონრო მოხვდა.

presa.ge –[ნინო კოჭლამაზაშვილი]

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...