საქართველო და აზერბაიჯანი - ევრო 2020-ის მასპინძლები?

ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართოს. აღნიშნული ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით უეფაში ერთობლივი განაცხადი შევა....

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმ მარტის დასაწყისში აზერბაიჯანში ვიზიტისას გააკეთა. ,,ჩვენ ვახორციელებთ ახალ ენერგეტიულ პროექტს, ვაშენებთ ახალ რკინიგზას, ასევე შევთანხმდით ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით საერთო განაცხადი შევიტანოთ..სხვა ბევრი საერთო პროექტიც გვაქვს’’, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. უეფა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას 2014 წელს გამოავლენს. შესაბამისი მოლაპარაკებები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულია. ცნობილია, რომ აღნიშნულ თემაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა უკვე შედგა სტამბულში.
Newsaz.com

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...