ქართველ 17-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შანსი აქვთ

ქართველ 17-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შანსი აქვთ
«ჩვენ ჩვენი შედეგი დიდი შრომით და კარგი თამაშით მოვიპოვეთ. ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის უკან ჩამოტოვება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო....
განსაკუთრებით ბოლო აკორდის მეშინოდა, თუმცა საბოლოდ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს პირველ რიგში ბიჭების შრომის შედეგია რისთვისაც მადლობას ვუხდი»- განაცხადა ვასილ მაისურაძემ საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს დასკვნით შეხვედრაში უკრაინის გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტრაუნდი წარმატებით დაასრულა.
ჯგუფში ქართველებმა სულ სამი შეხვედრა გამართეს. პირველ მატჩში ესპანეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს. მეორე შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს ინგლისის გუნდი. დღევანდელი  გამარჯვებით კი ქართველები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
Newsaz.com

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...